ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი გამოიძახეს

მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძის განცხადების გამო, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს ელჩი, დავით ბოჭორიშვილი გამოიძახეს. ინფორმაციას მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

,,მოლდოვურმა მხარემ ღრმა უკმაყოფილება გამოხატა დამახინჯებული და არასათანადო მანერის გამო, რომლითაც საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე, თავის საჯარო გამოსვლაში ეხება მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისა და ჩვენს ქვეყანაში საარჩევნო პროცესის თემას”, – წერია განცხადებაში.

მსგავსი თემები