ლუკაშენკო იმ მსოფლიო ლიდერებს აკრიტიკებს, რომლებიც გაერო-ს კონფერენციას არ ესწრებიან

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ერთ-ერთ მაგალითად ალექსანდრ ლუკაშენკომ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დაასახელა. ბელარუსის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი მიდგომის გათვალისწინებით, ჩნდება კითხვა, რამდენად ეფექტიანია საერთაშორისო საზოგადოების საქმიანობა ასეთ სამიტებზე.

„საკმარისია იმის თქმა, რომ ისინი, ვინც აქამდე ასე ზრუნავდნენ კლიმატის გაუმჯობესებაზე, დღეს არ ესწრებიან ამ კონფერენციას, მეტიც, საბოტაჟს უწყობენ მას. რა იქნება კიდევ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევების შემდეგ? ჩნდება კითხვა, რამდენად ეფექტიანია ჩვენი საქმიანობა ამგვარ სამიტებზე? ოდესღაც საფრანგეთის პრეზიდენტი ლამის დიდებულად მიიჩნევდა თავს „პარიზის შეთანხმების“ გამო და სად არის ეს პრეზიდენტი დღეს? ნუთუ დღეს ეს არ არის აქტუალური? აი, ჩვენი საქმიანობის, ჩვენი მუშაობის ეფექტიანობა. ასე რომ, ანგარიში ჯერ არაფერზე გვაქვს წარსადგენი“– განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

მსგავსი თემები