ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის რეჟიმი ირანელ ხალხს უფრო აშინებს, ვიდრე ისრაელს. ამის შესახებ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
„მსოფლიომ უკვე იხილა ჩვენი ძალაუფლების მხოლოდ ნაწილი. თუმცა, არის ერთი რამ – იცით, ვის უფრო ეშინია ხამენეის რეჟიმის, ვიდრე ისრაელს? ეს ხართ თქვენ – ირანელი ხალხი. სწორედ ამიტომ ხარჯავენ ასეთ ბევრ დროს და ფულს, რათა ჩაახშონ თქვენი იმედები და შეაფერხონ თქვენი ოცნებები. მოგმართავთ თქვენ: ნუ მიატოვებთ თქვენს ოცნებებს. ნუ დაკარგავთ იმედს. იცოდეთ, რომ ისრაელი და სხვები თავისუფალი სამყაროში თქვენთან არიან“- მიმართა ნეთანიაჰუმ ირანელ ხალხს.