გერმანიაში ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში ეჭვმიტანილი 17 წლის მოზარდი დააკავეს. როგორც ჩრდილოეთ გერმანიაში მდებარე ქალაქ ფლენსბურგის პროკურატურაში განაცხადეს, დაკავებული ახალგაზრდა ისლამისტურ ტერორისტულ თავდასხმას გეგმავდა. უწყებაში აღნიშნავენ, რომ არსებობს დაკავებულის რადიკალიზაციის მტკიცებულებები.
გამოძიება ეჭვმიტანილის შესახებ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ ის თავდასხმისას დიდი ზომის მანქანის გამოყენებას გეგმავდა.