თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ახალგაზრდებს მოაკითხეს და რადგან კარი არავინ გააღო პოლიცია გამოიძახეს. 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ეს ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის 115-მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.