“არჩევნები გაყალბდა” – ამ ლოზუნგით ბათუმში მოქალაქეები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციას მართავენ.
“აქ საერთო მიზანმა შეგვკრიბა. დიდი ხანია ნათელი და ევროპული მომავლისთვის ვიბრძვით. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პოლიტიკურმა „კლანმა“არჩევნები გააყალბა. გვაიძულებენ, რომ რუსეთში ვიცხოვროთ, სასწორზე დევს ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის ბედი. ჩვენ არაერთხელ დაგვარბიეს და გვიგზავნიდნენ ადამიანებს დასაშინებლად, მაგრამ დღეს აქ ვდგავართ. აუცილებელია რეგიონების აქტიურობა. არ უნდა დავიღალოთ, სანამ შედეგს არ მივაღწევთ. ნებისმიერ რუსულ ძალას ქართველი ერთიანობითა და უწყვეტი ბრძოლით გადატეხს”- აცხადებენ შეკრებილები.