პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის სამიტზე სიტყვით გამოვა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი APEC-ის ეკონომიკურ ლიდერთა შეხვედრას დაესწრება და სიტყვით გამოვა.  საინტერესოა, გეგმავს თუ არა პრეზიდენტი ამერიკის პრეზიდენტ ბაიდენთან შეხვედრას. აღნიშნულ საკითხებზე ჩინეთის საგარეო უწყებაში განმარტებას აკეთებენ.

„სამიტში მონაწილეობა  არის ჩინეთის სახელმწიფოთა დიპლომატიის მეთაურის მნიშვნელოვანი  ქმედება აზია-წყნარი ოკეანის წინაშე, რაც სრულად აჩვენებს იმ დიდ მნიშვნელობას, რომელსაც ჩინეთი ანიჭებს აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნებს. აზია-წყნარი ოკეანის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. APEC არის მნიშვნელოვანი პლატფორმაა ეკონომიკური თანამშრომლობისთვის აზია-წყნარ ოკეანეში და მოსალოდნელია, რომ ეს რეგიონი გააგრძელებს თავისი როლის შესრულებას, როგორც დინამიური ძრავის მსოფლიო ეკონომიკური ზრდისთვის“ – განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა.

მისივე ინფორმაციით,  პრეზიდენტი სი, სამიტზე მნიშვნელოვანი სიტყვით გამოვა.

„პრეზიდენტი სი ძინპინი შეხვედრაზე გამოვა მნიშვნელოვანი სიტყვით, რათა განიხილოს ჩინეთის მნიშვნელოვანი ზომები რეფორმების გაღრმავებისა და გახსნის მიზნით, ასევე, წინადადებები აზია-წყნარი ოკეანის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ჩინეთი მზადაა იმუშაოს სხვა მხარესთან.  იბრძოლებს  ამ შეხვედრის პოზიტიური შედეგებისკენ“ – აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

რაც შეეხება სი ძინპინისა და ბაიდენის შეხვედრას, როგორც პრეს სპიკერმა აღნიშნა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

 

მსგავსი თემები