გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ერთ-ერთ ბინაში, 2 სტუდენტის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,TV პირველი” ავრცელებს და წერს, რომ ცხედრები ჯავახიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაშია აღმოჩენილი.
23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს. რა გახდა მათი გარდაცვალების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.