,,ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩვენი დროის ჩერჩილი” – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქვს შესაძლებლობა, გახდეს „ჩვენი დროის ჩერჩილი“, თუ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს.

როგორც მარგუს ცაჰკნამ „სიენენთან“ ინტერვიუში აღNიშნა, დღევანდელი გეოპოლიტიკური მდგომარეობა ჰგავს 1938 წელს ევროპაში მიმდინარე ვითარებას, როდესაც იმდროინდელი ლიდერების განსხვავებულ გადაწყვეტილებებს პოტენციურად შეეძლოთ ჰიტლერის შეჩერება და მეორე მსოფლიო ომის თავიდან აცილება.

„ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. რუსეთი მომავალშიც საფრთხედ დარჩება. ჩვენ უნდა დავასრულოთ რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ სამართლიანად და სათანადოდ“, – განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში ბევრი სხვა დაძაბულობის კერაც არსებობს.

„ამერიკელმა ლიდერმა, რომელიც თანამდებობას იკავებს, უნდა გააცნობიეროს მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, მას აქვს შესაძლებლობა, გახდეს ჩერჩილი“, – აღნიშნა ცაჰკნამ.

მსგავსი თემები