ჩინეთის ქალაქ შანხაიში მეშვიდე საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) დასრულდა. რაც შეეხება შედეგებს, გარიგებების ერთწლიანმა შესყიდვებმა 80 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
როგორც ჩინეთის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენა (CIIE) არის შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ჩინეთი აფართოებს მაღალი სტანდარტების გახსნას და აზიარებს თავის განვითარების დივიდენდებს დანარჩენ მსოფლიოსთან. ექვსი დღის განმავლობაში ქვეყნის გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 77 ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ, ბიზნეს გამოფენაში კი წარმოდგენილი იყო 129 ქვეყანა და რეგიონი. Fortune Global 500-ში მონაწილე კომპანიებისა და ინდუსტრიის ლიდერების რაოდენობამ 297-ს მიაღწია.
წარმოდგენილი იყო 450-ზე მეტი ახალი პროდუქტი, ახალი ტექნოლოგიები და ახალი სერვისები. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ სხვა მხარეებთან, რათა ავაშენოთ ღია გლობალური ეკონომიკა, გავხადოთ ეკონომიკური გლობალიზაცია უფრო ღია, ინკლუზიური, დაბალანსებული და მომგებიანი ყველასთვის და მივაწოდოთ განვითარების მეტი სარგებელი მთელს მსოფლიოში უფრო სამართლიანი გზით“ – განმარტავენ ჩინეთის საგარეო უწყებაში.