ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი ისევ ჩაკეტეს

ოკუპირებულ აფხაზეთში კოდორის ხიდი ისევ ჩაკეტილია. ხიდი აქციის მონაწილეებმა მას შემდეგ გახსნეს, რაც დაკავებულთა გათავისუფლების შესახებ სიტყვიერი დაპირება მიიღეს, თუმცა ცოტა ხნით.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ე.წ. უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გამართა. ხმაური „რუსული ინვესტიციების შეღავათიანი პირობების შესახებ“ ე.წ. შეთანხმების პროექტს მოჰყვა, რომელსაც ე.წ. პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.

საპროტესტო აქციები სწორედ ოპოზიციის იმ წარმომადგენლების დაკავების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ამ „შეთანხმების პროექტს“ ეწინააღმდეგებიან.

მსგავსი თემები