მამას ბავშვის ბაღში წაყვანა დაავიწყდა და მანქანაში დატოვა – პატარა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

მამას დაავიწყდა ბავშვის საბავშვო ბაღში წაყვანა და გაუცნობიერებლად დატოვა მანქანაში. უცხოური მედიის ცნობით, ბავშვი მთელი დღის განმავლობაში მანქანაში იმყოფებოდა. დღის ბოლოს კი გარდაიცვალა. შემთხვევა აშშ-ში, ფლორიდაში მოხდა.

მამა სამსახურის შემდეგ საბავშვო ბაღში წავიდა, რათა შვილი გამოეყვანა. სწორედ მაშინ აღმოაჩინა, რომ მას ბიჭუნა ბაღში არ წაუყვანია.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მშობლებს აფრთხილებენ, რომ ყურადღებით იყვნენ, სანამ მანქანიდან გადმოვლენ. ბოლოს მსგავსი შემთხვევა 2017 წელს მოხდა.

„წინა სავარძელზე დადეთ ბავშვის ფეხსაცმელი ან სათამაშო, რათა გახსოვდეთ, რომ ისიც მანქანაშია. ამას მოვითხოვთ კატეგორიულად მშობლებისგან“, – განაცხადა ერთ-ერთმა მაშველმა.

მსგავსი თემები