ტრამპი სახელმწიფო მდივნად სენატორ მარკო რუბიოს კანდიდატურას განიხილავს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე სენატორ მარკო რუბიოს კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

ამერიკულ ტელეარხს წყარო უყვება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა, შესაძლოა, ბოლო წამს გადაიფიქროს, მოცემული მომენტისთვის ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას რუბიოს, სამწლიანი სტაჟის მქონე სენატორს შესთავაზებს.

აღსანიშნავია, რომ ტრამპი რუბიოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატადაც განიხილავდა, სანამ ამ პოსტს ზაფხულში ჯეი დი ვენსს შესთავაზებდა.

რუბიო არის კუბელი მიგრანტების შვილი. კონგრესში მას საგარეო პოლიტიკის ქორად მოიხსენიებენ, რომელიც აშშ-ის საზღვრებს გარეთ არსებული კავშირების, მათ შორის ნატოს შენარჩუნებას ემხრობა.

როგორც Fox News-ი იუწყება, აპრილში 53 წლის სენატორმა უკრაინისთვის 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას ხმა არ მისცა და მოუწოდა კიევს მოელაპარაკოს რუსეთს და ომი შეწყვიტოს.

მსგავსი თემები