კრივოი როგში, რუსების საჰაერო თავდასხმას ქალი და მისი 3 შვილი ემსხვერპლა

უკრაინის ქალაქ კრივოი როგში რუსების მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევის შედეგად დანგრეული სახლის ნანგრევებიდან სამი ბავშვისა და ერთი ქალის ცხედარი ამოიყვანეს. დაღუპულები არიან დედა და მისი სამი შვილი, ათი წლის დანილო, ორი წლის დემიდესი და ორი თვის ულიანა.

თავდასხმა გუშინ მოხდა, როდესაც რუსული რაკეტა ხუთსართულიან სახლს დაეცა. თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა.

თავის მხრივ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელგოროდის ოლქში დრონის გამოყენებით ნავთობსაცავს დაესხნენ თავს, აფეთქების შედეგად ერთ-ერთ რეზერვუარს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს. მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

მსგავსი თემები