“ტრამპმა შესაძლოა, შეწყვიტოს დახმარება. კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება”- “როიტერი”

“აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ,უკრაინის მთავრობა დამატებით საბრძოლო იარაღს და ბრძოლის ველზე პოზიციების დაკავებას ცდილობს, რათა გააძლიეროს თავისი პოზიცია რუსეთთან მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებში” – ამის შესახებ „როიტერი“ უკრაინელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

როგორც „როიტერთან“ საუბარში მაღალჩინოსანმა ანონიმურობის დაცვით განაცხადა, შემდეგი ოთხი-ხუთი თვე იქნება გადამწყვეტი ამ ომში.

„ეს ზამთარი კრიტიკული მომენტია. ვიმედოვნებ, რომ ომი დასასრულს მიუახლოვდება. ახლა ჩვენ განვსაზღვრავთ ორივე მხარის პოზიციებს– ამბობს წყარო.

უკრაინაში შიშობენ, რომ ტრამპმა შესაძლოა, შეუწყვიტოს კიევს დახმარება.

„მე ვიმედოვნებ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ეცდება ამ რისკის თავიდან აცილებას დახმარების ტემპის აჩქარებით“ – ამბობს მაღალჩინოსანი.

მსგავსი თემები