“მე აქ ვიდექი, როდესაც რუსეთის ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ საქართველო გადარჩა”- მიჰაუ კამინსკი

რუსთაველის გამზირზე აქციის მინაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთის პარლამენტის წევრმა მიჰაუ კამინსკიმ. მან 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განვითარებული მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ თბილისში იმყოფებოდა.

“მე აქ ვიდექი, როდესაც რუსეთის ტანკები თბილისს უახლოვდებოდა. მაშინ თბილისი და საქართველო გადარჩა. საქართველომ გაუძლო რუსულ აგრესიას. ახლა მინდა გითხრათ, მე მაქვს ოცნება, მე მაქვს ნამდვილი ქართული ოცნება. ეს არის ევროპული ქვეყანა სავსე თავისუფლებით და სიყვარულით. ეს არის სწორედ ქართული ოცნება – საქართველო იქნება ევროპაში. არავის არ აქვს უფლება, მოიპაროს თქვენი ხმები, თავისუფლება.

საქართველო იქნება თავისუფალი და საქართველო იქნება ევროპაში. და ბოლოს გეტყვით, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი” – განაცხადა მიჰაუ კამინსკიმ.

მსგავსი თემები