რუსთაველის გამზირზე აქცია ლოზუნგით „ჩვენ ვართ ევროპა“ დაიწყო. დღევანდელი აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით გაიხსნა.
აქციის მონაწილეები აპირებენ მსოფლიოს კიდევ ერთხელ ხმამაღლა უთხრან: „საქართველო ევროპაა!“.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას უკვე შეუერთდნენ საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. დელეგაციის წევრები პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე მსვლელობით მივიდნენ.