“სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველ ხალხს”- რუსთაველის გამზირზე ევროპელ ლიდერებს ელოდებიან

რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალქეებს სიტყვით მიმართავენ 8 ქვეყნის პარლამენტის საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან. როგორც აქციის მონაწილე ოპოზიციური პარტიის წევრები ამბობენ, ევროპელი პოლიტიკოსები სოლიდარობას გამოუცხადებენ ქართველ ხალხს.

„ველოდებით ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებმაც უნდა მიმართონ ქართველ ხალხს, გაამხნევონ სოლიდარობა გამოუცხადონ და უთხრან რომ, ევროპის კარი არის ღია“- ამბობენ ისინი.

აქციაში ევროპარლამენტარებიც მონაწილეობენ

მსგავსი თემები