,,წელიწადზე მეტია, რაც სკოლები ღაზას სექტორში თავშესაფრებადაა გადაქცეული”, – ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული ერების ორგანიზაცია სოციალურ ქსელში X-ის პირად გვერდზე აქვეყნებს.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი ოჯახები ცდილობენ გადარჩნენ მიმდინარე თავდასხმებისა და გაუსაძლისი საცხოვრებელი პირობების ფონზე.
„უწყვეტი ჰუმანიტარული წვდომის გარეშე უამრავი ადამიანის სიცოცხლე ბეწვზე კიდია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.