,,შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი გამოძიების გარეშე ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს”, – განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის ხელმძღვანელმა, მიხაილ როთმა ორბელიანების სასახლიდან გამოსვლის შემდეგ.
,,გლობალური ომის პარტია მართლაც დიდი საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ჩვენი სხვა მეგობრებისთვისაც. გლობალური ომის პარტია მართლაც არსებობს და ეს არის რუსეთი. რუსული იმპერიალიზმი არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპისთვის. რუსული იმპერიალიზმი იწყებს ძალიან სახიფათო პროპაგანდას ჩვენი ფასეულობების წინააღმდეგ, დემოკრატიისა და თავისუფლების წინააღმდეგ.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ყველანი ერთ ნავში ვსხედვართ, როგორც გერმანიაში, ასევე საქართველოში და სხვა ევროპულ ქვეყნებში. სწორედ ამიტომ ვდგავართ ჩვენ აქ ქართველი ხალხის უმრავლესობასთან ერთად, რომელსაც სწამს ევროპული ღირებულებების.
შემდეგი ნაბიჯი არის ყველა სავარაუდო დარღვევის დამოუკიდებელი გამოძიება, რათა აღდგეს ნდობა პროცესის მიმართ. დამოუკიდებელი გამოძიების გარეშე ჩვენ ვერ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს”, – თქვა როთმა.