,,თუ აკრიტიკებ, აღარ გხვდებიან – ეს არის საბჭოთა მიდგომა” – პავილიონისი ,,ქართულ ოცნებაზე”

ლიეტუვის პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის წერილს, რომელშიც მან ევროპელ პარლამენტარებთან შეხვედრაზე უარი განმარტა, ,,ძალიან საბჭოური” უწოდა.

,,ძალიან საბჭოურია, მე შევამჩნიე ეს ტენდენცია 3-4 წლის წინ, ვინც კი აკრიტიკებდა საქართველოს მთავრობას, შეხვედრები აღარ ხდებოდა. მე ჩამოვსულვარ ამ წლების განმავლობაში და შეხვედრებს ვერ ვახერხებდი. ერთი გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. თუ აკრიტიკებ, როგორც წესი აღარ გხვდებიან – ეს არის საბჭოთა მიდგომა”, – განაცხადა ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები