,,ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი სასაფლაოა და მე არ მეჩქარება იქ” – ფრედერიკ პეტი

საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი გაოგნებულია ფაქტით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის დელეგაციას შეხვედრაზე უარი უთხრა. ფრედერიკ პეტი ამბობს, რომ ,,ქართული ოცნების” ეს ქმედება დემოკრატიის სრული უარყოფაა.

,,ევროპაში ჩვენ ზოგჯერ უთანხმოება გვაქვს, მაგრამ ვმუშაობთ ერთად. მაგრამ ჩემთვის გასაოცარია, რომ როგორც პარლამენტარი, როგორც პარლამენტის წევრი, მე მეუბნება რომ არ შეგხვდები, იმიტომ, რომ შენ არ მეთანხმები მე. ჩემთვის სრული უარყოფაა იმისა, თუ რას გულისხმობს დემოკრატია. ერთადერთი ადგილი, სადაც არ არის კონფლიქტი, ეს არის სასაფლაო და მე არ მეჩქარება იქ”, – განაცხადა ფრედერიკ პეტიმ.

მსგავსი თემები