,,თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშაა” – მიჰაუ კამინსკი

თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს პრესკონფერენციაზე, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის წევრი მიჰაუ კამინსკი 2008 წლის მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ დღესაც თბილისი რუსული საფრთხის ქვეშაა.

,,როდესაც მმართველი პარტია დღეს გვისვამს კითხვას, რა გაძლევთ უფლებას, რომ აქ იმყოფებოდეთ, გიპასუხებთ: მე აქ ვიყავი გარდაცვლილ პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად, როცა თბილისი იყო საფრთხეში. მე ვიყავი აქ, თბილისში პრეზიდენტ ადამკუსთან, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრთან და ესტონეთის პრეზიდენტთან. მე გავაკეთე ორგანიზება ამ ვიზიტის, როგორც სახელმწიფო მდივანმა.

ჩვენ ჩამოვედით აქ, როდესაც თბილისი პირდაპირი საფრთხის და წნეხის ქვეშ იყო რუსული შემოტევისა. აქ ვიდექი, ამ ქალაქში, როდესაც აღნიშნული ქალაქი იყო რუსული საფრთხის ქვეშ. ვიმყოფები აქ კვლავ, იმიტომ, რომ თბილისი ისევ რუსული საფრთხის ქვეშ იმყოფება და ეს საფრთხე შეიძლება, ისეთი გამოხატული არ არის და ტანკებით არ არის გამოხატული, თუმცაღა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დგანან, მაგრამ ეს საფრთხის ქვეშ არის რუსული პროპაგანდის გამო და რუსული სტილის პოლიტიკის გამო. ორი გზა არსებობს ისტორიაში, ან ევროპისკენ, ან რუსეთის ხელში ჩავარდნა, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომაც ვიმყოფებით აქ”, – განაცხადა მიჰაუ კამისნკიმ.

მსგავსი თემები