,,ქართული მთავრობა ვერ აბარებს გამოცდას”, – ამის შესახებ ლიეტუვას პარლამენტის წევრმა, ჟიგიმანტას პავილიონისმა საქართველოს პრეზიდენტსა და ევროკავშირის 8 ქვეყნის პარლამენტების დელეგაციას შორის შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მთავრობათაშორისი პროცესია და როდესაც ,,ქართული ოცნება” გარანტიას იძლევა, ის უბრალოდ იტყუება:
,,მიერთების მოლაპარაკება გახლავთ მთავრობათაშორისი პროცესი. ერთი შეცდომაც საკმარისია, რომ შეწყდეს პროცესი. როდესაც ,,ქართული ოცნება” ამბობს, რომ მათ შეუძლიათ გარანტია მიერთების, ისინი იტყუებიან”, – თქვა პავილიონისმა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან, ევროპელი დეპუტატების შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.