საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდება.
შეხვედრის პარალელურად, ორბელიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორი „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ახალგაზრდული ორგანიზაციაა.
შეკრებილების თქმით, აქციის მიზანია ევროპელ პარტნიორებამდე მათ მიერ არაერთხელ გაჟღერებული მოთხოვნის მიტანა, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.
ამასთან, ორბელიანების სასახლესთან აქციაზე „კოალიცია ცვლილებების“ გარდა იმყოფებიან ორგანიზაცია „დაიტოვეს“ წარმომადგენლებიც.