ბავშვებისთვის საშიში სათამაშო, რომელმაც, შესაძლოა, კიბოს უჯრედების ფორმირება გამოიწვიოს

ქართული ბაზრიდან აღებული სათამაშოები, დეტალური კვლევისთვის ზედამხედველობის სააგენტომ თურქეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გაგზავნა. ფერად ე.წ. ტყლარწებში ისეთი ქიმიური ნაერთი აღმოაჩინეს, რომელიც ჯანმრთელობის არაერთ და, ხშირად, გამოუსწორებელ პრობლემას იწვევს.

აღმოჩენილი ბორი ბავშვის ორგანიზმში ადვილად შეიძლება მოხვდეს ქიმიურად დაბინძურებული სათამაშოს შეხებითაც. კანიდანაც კარგად შეიწოვება, ამიტომ ქრონიკულად ასეთი სათამაშოების მოხმარებამ შეიძლება მისი დაგროვება გამოიწვიოს.

სიმპტომები რომლითაც ხასიათდება ბორით ინტოქსიკაცია ეს არის თავის ტკივილი, სისუსტე, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ალოპეცია ანუ ამის ცვენა, კუნთების კრუნჩხვები, უფრო დიდ ასაკში მენსტრუალური ციკლის დარღვევა და სექსუალური ჰორმონების არევა. იმდენად ტოქსიკურია, რომ შეიძლება, ლეტალობაც კი გამოიწვიოს.

საშიში სათამაშოების ჩამონათვალში მოხვდა ჩვილებისთვის განკუთვნილი ე.წ. საჩხაკუნო სათამაშოები. პლასტმასის სათამაშოებს, რომელთაც აქვთ პატარა ნაწილაკები, კვლევის აღწერაში განმარტებულია გაგუდვის საფრთხე.

მომხმარებელთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ბავშვების ჯანმრთელობისთვის საშიში სათამაშოები საქართველოში ისევ აქტუალურია. გამოსავალს კი უფრო მასშტაბური კონტროლში ხედავენ.

რისკის მინიმუმამდე შემცირებაში თანამონაწილეობა შეუძლია მომხმარებელსაც. ზედამხედველობის სააგენტოს აქვს ვალდებულება, სათამაშო შეამოწმოს მოქალაქის მიმართვის საფუძველზეც. თუ გაქვთ ეჭვი ან ინფორმაცია, რომ სათამაშო საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის შეგიძლიათ დატოვოთ განაცხადი შესაბამის ვებგვერდზე.

მსგავსი თემები