მექსიკაში სროლის შედეგად 10 ადამიანი მოკლეს. შემთხვევა კერეტაროს შტატის დედაქალაქის ცენტრში მოხდა, როდესაც ბარში 4 შეიარაღებული პირი შევიდა.
შტატის გენერალური პროკურორის ცნობით, დაღუპულთა შორის 7 მამაკაცი და 3 ქალია, დაშავდა კიდევ 7 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, დაკავებულია 1 ადამიანი.