ევროკავშირის დელეგაცია ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტს ხვდება. ევროპული ქვეყნების მაღალი რანგის 8 წარმომადგენლისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხი გაყალბებული არჩევნები და მიტაცებული ხელისუფლებაა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან განცხადებაც გაკეთდება. შემდეგ კი, ევროკავშირის დელეგაცია პროევროპულ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეხვდება.