დღეს აქცია ორ ლოკაციაზე – 10:00-ზე პრეზიდენტის სასახლესთან და 13:00-ზე საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება

11 ნოემბერს, ,,დაიტოვეს” ორგანიზებით, აქცია ორ ლოკაციაზე – 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან 13:00 საათზე კი საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო კომიტეტების წარმომადგენლებს ხვდება. ორგანიზატორების თქმით, ქვეყნის პარტნიორებს ამ ფორმით მიაწვდენენ საკუთარ ხმას.

საქალაქო სასამართლოში კი გამჭვირვალობის შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებულების სასამართლო პროცესი გაიმართება.

მსგავსი თემები