ნიუ-იორკის ერთ-ერთი მთავარი საახალწლო სიმბოლო, როკფელერის ნაძვის ხე, ქალაქში ჩავიდა.
ტრადიცია, რომელიც 1931 წლიდან იღებს სათავეს, უკვე 93 წელს ითვლის. ნაძვის ხე მასაჩუსეტსიდან 74 ფუტის სიგრძის, 11 ტონიანი მანქანით ჩაიტანეს და როკფელერის ცენტრში ამწეს მეშვეობით დადგამენ.
როკფელერის ცენტრის საშობაო ნაძვის ხე მანჰეტენის ცენტრის ღირებულებად იქცა, რომელიც სავაჭრო და ტურისტულ ადგილებში ყოველწლიურად სადღესასწაულო პერიოდში უამრავ სტუმარს იზიდავს.