იტალიის ქალაქ პიზაში მიმდინარე 2024 წლის მსოფლიო თასზე ეტლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
პიზის მსოფლიო თასზე საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა, ჯამში, ორი მედალი მოიპოვა – 8 ნოემბერს ირმა ხეცურიანი რაპირით ასპარეზობაში ოქროს მედლის მფლობელი ფახდა, ნინა თიბილაშვილმა კი ვერცხლის მედალი ხმლით ფარიკაობაში მოიპოვა.