ყაზახეთში „მი-8“ ტიპის ვერტმფრენის კატასტროფას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ეკუთვნოდა. ბორტზე 3 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები ქალაქ აქტობეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ყაზახეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, წინასწარი ინფორმაციით. კატასტროფის მიზეზი – საფრენი აპარატის ტექნიკური გაუმართაობაა.