“ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა”- მეუფე იაკობი

“ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა” – ამის შესახებ ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგებისას მეუფემ საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

„არჩევნები ჩატარდა. ქართველების დაკვეთა იყო, რომ 150 კაცი აგვერჩია პარლამენტში, ავირჩეთ. შევიკრიბოთ და ვაკეთოთ ის საქმე, რაც ქართველ ერს წაადგება. ღვთის ნება რომ არ ყოფილიყო, ასე ხომ არ დამთავრდებოდა?!“- განაცხადა მეუფე იაკობმა.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი ევროპელი ლიდერების მხრიდან „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის გაწვევის მოთხოვნასაც გამოეხმაურა.

„შეეძლოთ, ჩვენ ნატო-შიც მივეღეთ და ევროკავშირშიც და ავრიდებოდით ამ ტერიტორიების დაკარგვას, სამოქალაქო ომს. მერე აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონსაც რა უქნეს?! ამიტომ, დღეს რომ ჭკუას გვარიგებენ, ბევრი რამ იმათი ბრალიც არის. ოპოზიცია ისე იყო, საერთოდ პულსი არ ესინჯებოდა. კანონი რომ შემოტრიალდა ხელმეორედ, ძალიან ბევრი საუბარი წავიდა – რუსული კანონიო, რუსული მთავრობაო, ევროპას გვართმევენო და ახალგაზრდობაც გამოვიდა ქუჩაში, ძველგაზრდობაც დაირაზმა. მოლდოვა და უკრაინა თუ ჩვენზე წინ არიან, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ჩვენ მაინც ხომ ვიცით, იქ რა ხდება. ვერ მოხდა ცვლილებები, რაც უცხოეთს უნდოდა, შემდეგ წავიდა ჭიდილი; საზღვარგარეთი ცდილობდა თავისას, ჩვენთან ცდილობდნენ თავისას”- აღნიშნა მეუფემ.

მსგავსი თემები