კატარი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მისაღწევად შუამავლობას წყვეტს, ვიდრე ისრაელი და „ჰამასი“ არ აჩვენებენ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნების „გულწრფელ სურვილს“. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„კატარმა კონფლიქტის დაწყებისთანავე თქვა, რომ მათ შუამავლობა შეუძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც ორივე მხარი ავლენს ჭეშმარიტ ინტერესს გამოსავლის პოვნისადმი“- განუცხადა სააგენტო „როიტერს“ მაღალჩინოსანმა, რომლის თქმითაც, კატარმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ „ჰამასს“, ისრაელსა და აშშ-ს უკვე აცნობა.
კატარი, აშშ-სთან და ეგვიპტესთან ერთად აქტიურ შუამავალ როლს ასრულებდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და „ჰამასის“ მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებში.