“ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის”- ტრამპის მრჩეველი

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ბრაიან ლანზა აცხადებს, რომ ახალი ადმინისტრაცია ფოკუსირებული იქნება უკრაინაში მშვიდობის მიღწევაზე და არა ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობის უზრუნველყოფაზე. ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის სტრატეგმა „ბიბისის“ განუცხადა.

ლანზას თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია მიმართვას პრეზიდენტ ზელენსკის, რომ მან წარმოადგინოს „მშვიდობის რეალისტური ხედვის“ საკუთარი ვერსია.

„პრეზიდენტი ზელენსკი თუ მოვა მაგიდასთან და იტყვის, რომ ჩვენ მშვიდობა შეიძლება გვქონდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ყირიმი, ის გვაჩვენებს, რომ არის სერიოზულად განწყობილი. როდესაც ზელენსკი ამბობს, რომ მშვიდობა იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყირიმი დაბრუნდება, ჩვენ გვაქვს ახალი ამბავი პრეზიდენტ ზელენსკისთვის – ყირიმი აღარ არის. თუ თქვენი პრიორიტეტია ყირიმის დაბრუნება და ის, რომ ამერიკელმა სამხედროებმა იბრძოლონ ყირიმის დასაბრუნებლად, მაშინ თქვენ თავად მიხედეთ თავს“- განაცხადა ბაიან ლანზამ, რომელიც ტრამპის პოლიტიკური მრჩეველია 2016 წლიდან.

ბრაიან ლანზას განცხადებით, ის უდიდეს პატივისცემას გრძნობს უკრაინელი ხალხის მიმართ, თუმცა მისი თქმით, აშშ-ის პრიორიტეტია მშვიდობა და მკვლელობის დასრულება.

 

მსგავსი თემები