აქცია გმირთა მოედანზე დასრულდა.პოლიტიკოსები დღეს, მხარდამჭერებთან ერთად თბილისში ორ ნაწილად, სხვადასხვა ლოკაციებზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობა გმირთა მოედნისკენ გამართეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა დარღვევებით, რის გამოც, ხელახალი არჩევნების დანიშვნაა საჭირო. სიტყვით გამოვიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკისები.
მათი განცხადებით, ახალი მოწვევის პარლამენტი არალეგიტიმურია, არჩევნების შედეგები არ უღიარებია, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობას, ასევე ქვეყნის შიგნით მოსახლეობის დიდ ნაწილს, აქედან გამომდინარე, ოპოზიციონერი პოლიტიკისების თქმით, “არალეგიტიმურ პარლამენტში შესვლას ოპოზიცია არ აპირებს”.
გმირთა მოედანზე შეკრებილებმა ასევე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას, ბოლოს კი, აქცია საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა.