“[ხალხს] სჭირდება მტკიცე დოკუმენტი – ვაპირებთ იქ შესვლას, თუ არ ვაპირებთ?! და კონკრეტული დღე როდესაც მოვა მე მჯერა, ჩვენ გვჯერა, რომ ყველა ერთად დავდგებით და ქართველ ხალხთან ერთად ვიტყვით, რომ არავინ არ შევა იმ პარლამენტში, რომელშიც არაფერი გვესაქმება. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის უახლოეს პერსპექტივაში” – ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გმირთა მოედანზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
აქციაზე სიტყვით სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც გამოვიდნენ და აღნიშნეს, რომ პარლამენტში არც ისინი აპირებენ შესვლას.
ამ წუთებში აქცია გმირთა მოედანზე მიმდინარეობს.