აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებების ერთ-ერთი ნაწილი იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფების ზრდას, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მასობრივ დეპორტაციას შეეხებოდა.
წინასაარჩევნო პერიოდში ტრამპი აცხადებდა, რომ ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფებს დამატებით 60%-ით გაზრდიდა. პრეზიდენტობის პირველ ვადაში მან ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფი დაახლოებით 10%-ით უკვე გაზარდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკლე განმარტებას აკეთებენ.
„სავაჭრო ომში არ არსებობს გამარჯვებული და არც მსოფლიო სარგებელს მიიღებს მისგან“ – ასეთის ოფიციალური ჩინეთის პასუხი ტრამპის პოლიტიკაზე.
„ჩინეთი და აშშ დაპირისპირებით წააგებს“ – რა უთხრა სი ძინპინმა დონალდ ტრამპს?!