პროექტი, რომელიც ჟურნალისტებს მეტ შესაძლებლობას აძლევს, 15 წელია, წარმატებით გრძელდება

მედია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინფორმაციის მოპოვების, განახლებისა და განვითარების გარეშე არაფერია. ამ ყველაფრისთვის, კი ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია უცხო ენა, რომელიც ჟურნალისტებს მეტ შესაძლებლობას აძლევს ჰქონდეს კომუნიკაცია თანამედროვე სამყაროსთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „ბრიტანეთის საბჭოს“ პროექტი „ინგლისურის სწავლება ჟურნალისტებისთვის“, რომელიც  BP-ს  მხარდაჭერით, 15 წელია, წარმატებით გრძელდება.

ამ წლების განმავლობაში,  400-ზე მეტი ჟურალისტი ჩაერთო პროექტში. მათ წარმატებით, უსასყიდლოდ გაიარეს ენის შესწავლის სხვადასხვა საფეხური და დღეს,  ეს მიღებული ცოდნა მათი მუშაობის შედეგებშიც აისახება.

მნიშვნელოვანია ისიც რომ პროექტში ჩართულები იყვნენ როგორც დედაქალაქში, ისე, რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტები.

გლობალური მედიის ხელმისაწვდომობის გაზრდა; საკომუნიკაციო  შესაძლებლობების განვითარება;  შეხვედრა ცნობილ ბრიტანელ მხატვრებთან, მსახიობებთან, მუსიკოსებთან თუ ჟურნალისტებთან – ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რაც ბრიტანეთის საბჭომ ქართულ მედიას შესთავაზა.

„ბრიტანეთის საბჭომ“ და  BP-მ, 15 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა სწორედ მათ კურსდამთავრებულ ჟურნალისტებთან ერთად აღნიშნეს.         

როგორც საქართველოში „ბრიტანეთის საბჭოს“ სწავლების ცენტრის მენეჯერმა  სტივენ შელიმ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აღნიშნა, წარმოდგენილი მედია პროგრამა, კავკასიაში უპრეცენდენტო იყო: „ეს, ჩემი ფავორიტი პროექტია. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას მედიას, მეტი კომუნიკაციის, მეტი  ინფორმაციის მოპოვების, განვითარების. ეს არის ჩვენი ინვესტიცია. მნიშვნელოვანია, შეხვდეთ და ესაუბროთ მეტ უცხოელს, იმოგზაუროთ სხვადასხვა ქვეყანაში, იტერვიუი ჩაწეროთ ინგლისურ ენაზე. ვფიქრობ, ამ პროექტმა ძალიან გაამართლა, რითაც მე ამაყი ვარ.“   

„რომ არა წარმატება, ჩვენ აქ არ ვიქნებოდით“ – ამბობს საქართველოში BP- ის საგარეო საქმეთა მმართველი გია ღვალაძე. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს“ განუცხადა,  პროექტი გაგრძელდება.

„ეს არის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მონაწილეობით. აი, რატომაც ვართ აქ. აი, რატომ ვთანამშრომლობთ 15 წელია ბრიტანეთის საბჭოსთან. ერთია განათლების მიღება და მეორე, ამ მიღებული ცოდნის გამოყენება. მთავარია, გამოვიყენოთ ის ცოდნა, რასაც ვიღებთ. მხოლოდ ინგლისური საკმარისი არ არის, თუმცა, დღეს ის კომუნიკაციის, განვითარების, ინფორმაციის მიღების და მეტი შესაძლებლობების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია“ – გია ღვალაძე.  

“მედიცენტრი მთავარი,” როგორც პროექტის ერთ-ერთი მონაწილე, წარმატებებს უსურვებს პროექტის ორგანიზატორებსა და მასში ჩართულ ჟურნალისტებს.    

მსგავსი თემები