“ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი”- პრემიერი

“სალომე ზურაბიშვილს გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტის  ბუდაპეშტში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

პრემიერის განმარტებით, გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილი. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები