“უკრაინა და აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი და შარლ მიშელი დონალდ ტრამპს ესაუბრნენ

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი დონალდ ტრამპს უკრაინაზე და აშშ-ევროკავშირის კავშირების გაძლიერებაზე ესაუბრნენ. ამის შესახებ ისინი სოციალურ ქსელში წერენ.

“ტელეფონით მივულოცე პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს. ევროკავშირი და აშშ საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ. მზად ვართ ევროკავშირი-აშშ-ის ურთიერთობები ყველა სფეროში გავაღრმაოთ. აღვნიშნე ევროკავშირის პრიორიტეტები ეკონომიკაზე და გეოპოლიტიკურ სიტუაციაზე, უმთავრესად უკრაინა და ახლო აღმოსავლეთი. გავაგრძელებთ ევროპის გაძლიერებას და ჩვენს თავდაცვასა და უსაფრთხოებაში მეტის ინვესტირებას” – წერს მიშელი X-ის პირად გვერდზე.

მალევე ტრამპთან საუბრის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმაც გაავრცელა.

“შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა დღეს დონალდ ტრამპთან, რათა არჩევნებში გამარჯვება მიმელოცა. ველი ევროკავშირი-აშშ-ის კავშირების გაძლიერებას და გეოპოლიტიკური გამოწვევებისთვის პასუხის გასაცემად ერთობლივ მუშაობას. განვიხილეთ თავდაცვა და უკრაინა, ვაჭრობა და ენერგეტიკა. ერთობლივ შეგვიძლია გავზარდოთ კეთილდღეობა და სტაბილურობა ატლანტიკის ორივე მხარეს” – წერს ფონ დერ ლაიენი X-ის პირად გვერდზე

მსგავსი თემები