“ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს” – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.
ემანუელ მაკრონის თქმით, სხვა ლიდერების მსგავსად, 6 ნოემბერს ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა.
„ვფიქრობ, ჩვენი როლი აქ, ევროკავშირში, არ მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარი გავაკეთოთ დონალდ ტრამპის არჩევაზე, რათა გავიგოთ, კარგია ეს თუ ცუდი. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელების ინტერესებს, ეს არის ლეგიტიმური და კარგი. კითხვა მდგომარეობს იმაში, მზად ვართ თუ არა, ჩვენ დავიცვათ ევროპელების ინტერესები? ეს ერთადერთი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ“- განაცხადა მაკრონმა.