“კრაინის ომის უარყოფითი შედეგები დღითიდღე იზრდება”- ერდოღანი

“თურქეთის სრული ჩართულობა ევროპის თავდაცვის ძალისხმევაში არსებითია ევროპის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის”-  ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის.

„სამწუხაროდ, ჩვენ ევროპაში მიმდინარე ომის მესამე წელში შევდივართ. უკრაინის ომის უარყოფითი შედეგები დღითიდღე იზრდება. ომის გაჭიანურება სულ უფრო ნაკლებ ადგილს ტოვებს დიპლომატიისთვის. ჩვენ თავიდანვე, მხარს ვუჭერდით ორივე მხარის ჩართულობით მოლაპარაკების პროცესს, რაც გამოიწვევს გრძელვადიან და სამართლიან აღნიშნა ერდოღანმა.

მსგავსი თემები