ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მალარიასთან საუკუნოვანი ბრძოლა ეგვიპტეში წარმატებით დასრულდა. გასულ 100 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყანა მალარიისგან თავისუფალ სივრცედ გამოცხადდა და შესაბამისი სერტიფიკატიც გადაეცა.
მიღწევას მიესალმება გაეროს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტო და მას ,,ისტორიულ შემთხვევას” უწოდებს. შედეგამდე მისასვლელად საჭირო იყო, ქვეყანაში მინიმუმ ბოლო 3 წლის განმავლობაში მალარიის შემთხვევათა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირებულიყო, რაც ეგვიპტემ წარმატებით მოახერხა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, სერტიფიცირება მხოლოდ ახალი ეტაპის დასაწყისია და მნიშვნელოვანია, პროგრესი ეგვიპტემ მომდევნო წლების განმავლობაშიც შეინარჩუნოს, რისთვისაც მედიკოსების ჩართულობა კვლავ გადამწყვეტი იქნება.