„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ 30 უბნის შედეგები გააბათილა”- ნინო ლომჯარია

“თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის 30 ელექტრონულ უბანზე შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო!”- ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რითაც გამოეხმაურა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას საიას სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს „ ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

„ძალიან მაგარი ამბავი! თეთრიწყაროს სასამართლომ თეთრიწყაროს და წალკის ელექტრონულ უბნებზე (30 უბანი) შედეგები გააბათილა ხმის ფარულობის დარღვევის გამო! ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ყველა ელექტრონულ უბანზე ასე უნდა მოხდეს, სადაც ბიულეტენი ლანდავდა“ – წერს ლომჯარია „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები