მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, მშრალი ხიდი გადაკეტეს. ისინი რუსთაველის გამზირიდან იუსტიციის სახლამდე მსვლელობით მივიდნენ, სადაც რამდენიმე წუთით საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. ამის შემდეგ კი მსვლელობით მშრალ ხიდზე გადაინაცვლეს.
ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, მშრალი ხიდიდან მარჯანიშვილის გამზირისკენ გადაინაცვლებენ.
“უნდა ვიმოქმედოთ სისტემურად. ყველა უბანი უნდა მოვიაროთ. საქართველოს გადარჩენის ფორმულა არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. დღეს არის ისტორიის გარდამტეხი მომენტი, როდესაც პოსტსაბჭოთა მენტალობა უნდა დასრულდეს”- განაცხადა ხაზარაძემ.