“აღმაშფოთებელია”- შვედი აქტივისტი თბილისში აქციას შეუერთდა

“აქ ვიმყოფები, რათა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად გამოდიან, მხარდაჭერა გამოვხატო” – ამის შესახებ შვედმა აქტივისტმა, გრეტა თუნბერგმა განაცხადა, რომელიც   თბილისში აქციაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება “აღმაშფოთებელია”.

„აქ ვიმყოფები, რათა გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა ყველა აქტივისტისა და მოქალაქის მიმართ, რომლებიც თავიანთი ფუნდამენტური უფლებების, როგორიცაა თავისუფლება, სამართლიანობა და დემოკრატია, დასაცავად გამოდიან. ეს აღმაშფოთებელი განვითარებაა, ავტორიტარული განვითარებაა, რომელიც ახლა საქართველოში ხდება და მე დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც ისევ და ისევ ქუჩებს ავსებს და დემონსტრაციის უფლებას იყენებს, რათა ჩაგვრის მიუხედავად, არსებული მდგომარეობის მიმართ, თავიანთი უკმაყოფილება გამოხატოს“- განაცხადა გრეტა თუნბერგმა.

მსგავსი თემები