ქარიშხალ „დანას“ გამო ბარსელონაში საავტომობილო გზები დაიტბორა, შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და ავიარეისები. როგორც ადგილობრივი მედია ავრცელებს. ბარსელონის აეროპორტში შემავალი რეისები გაუქმდება ან გადამისამართდება.
ამავე დროს, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ვალენსიაში, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად მუშაობენ. სტიქიის შედეგად ვალენსიაში 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.