გერმანია ზამთრისთვის უკრაინას დახმარების სახით 200 მილიონ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრზე, ანალენა ბერბოკზე დაყრდნობით ავრცელებს. კიევში ვიზიტით მყოფმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე ზამთრის მოახლოებისა და მის ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინას ახლა დახმარება ესაჭიროება და 200 მილიონი ევრო ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სახლების გათბობას მოხმარდება.
„ასევე, მოხმარდება იმას, რომ უკრაინელებმა აუცილებელი ნივთები მიიღონ, საბნები და თბილი ტანსაცმელი, რათა ცივი ტემპერატურისგან თავი დაიცვან“ – აღნიშნა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.