მსვლელობით ბარათაშვილის ხიდის პიკეტირებისკენ გაემართნენ

აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდნენ მსვლელობით ბარათაშვილის ხიდისკენ გადაინაცვლებენ. ამის შესახებ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„დავიძრათ ახლა და გამაფრთხილებელი პიკეტირება გავაკეთოთ ბარათაშვილის ხიდის. მხოლოდ ასეთი მოძრაობით, რომელსაც მერე დაემატება სხვადასხვა ღონისძიებები შევძლებთ გამოვაფხიზლოთ მთელი ქალაქი, რომელმაც მოიგო არჩევნები“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

 

მსგავსი თემები